ხეჩინაშვილის კლინიკის ექიმის განცხადებით, ცოტნე გამსახურდიას მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა. ამ ეტაპზე დამატებითი გამოკვლევის ჩატარება ან ქირურგიული ჩარევა დაგეგმილი არ არის.
შეგახსენებთ, ცოტნე გამსახურდიას დაჭრის ფაქტზე პოლიციამ ხუთი პირი დააკავა.
ცოტნე გამსახურდიას განზრახ მკვლელობის მცდელობისა და დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით დაკავებულ ოთხ პირს – ტატო ღარიბაშვილს, გიორგი სოლოღაშვილს, პეტრე ყუფარაძესა და კახა ჩხეტიანს სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა განუსაზღვრა.