გამსახურდიას ადვოკატის განცხადება

ცოტნე გამსახურდიას განზრახ, ჯგუფურად მკვლელობის მცდელობის საქმეზე ხვალ ბრალდების მხარე საქალაქო სასამართლოში დასკვნით სიტყვას წარადგენს – ამის შესახებ გამსახურდიას ოჯახის ადვოკატმა განაცხადა. ამირან გიგუაშვილის თქმით, სხდომაზე ბრალდების მხარე იმ მტკიცებულებებს წარადგენს, სადაც დაკავებულების ბრალეულობა იკვეთება.

მისივე განცხადებით, ცოტნე გამსახურდიამ, რომელსაც საუბარი არ შეუძლია, ჟესტების ენით ამოიცნო და დაადასტურა დაკავებულების – სოლოღაშვილისა და ღარიბაშვილის ბრალეულობა, ამიტომ გამსახურდიების ოჯახს ბრალდებულების კანონის სრული სიმკაცრით დასჯის იმედი აქვთ. თბილისის საქალაქო სასამართლოში სხდომა ხვალ, 11:00 საათზე გაიმართება.