გამსახურდიების ოჯახის წერილი

ცოტნე გამსახურდიას თურქეთში გამგზავრებისა და მკურნალობასთან დაკავშირებული საკითხები, „ფონდმა ქართუმ“ გადაჭრა – ამის შესახებ საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას შვილი გიორგი გამსახურდია „ტვიტერში“ წერს.

გიორგი გამსახურდია აღნიშნავს, რომ ცოტნე გამსახურდიას მდგომარეობა სტაბილური და იმედისმომცემია. გიორგი გამსახურდია გამოქვეყნებულ წერილში დახმარებისთვის მადლობას უხდის ბიძინა ივანიშვილსა და პრემიერ-მინისტრს.

შეგახსენებთ, რომ ცოტნე გამსახურდიას დაჭრის ფაქტზე, პოლიციამ ხუთი პირი დააკავა. ცოტნე გამსახურდიას განზრახ მკვლელობის მცდელობისა და დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით დაკავებულ ოთხ პირს – სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით, პატიმრობა განუსაზღვრა. დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით დაკავებული თორნიკე ქვათაძე კი საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვა და სხდომათა დარბაზიდან გაათავისუფლა.