ცოტნე გამსახურდიას ჯანმრთელობის მდგომარეობა

ცოტნე გამსახურდიას ჯანმრთელობის მდგომარეობაში უმნიშვნელო დადებითი დინამიკა შეინიშნება. ამის ​შესახებ ექიმმა განაცხადა. პაციენტი ამ დრომდე მართვით სუნთქვაზე რჩება. ოჯახი მკურნალობის გასაგრძელებლად, ცოტნე გამსახურდიას საზღვარგარეთ გადაყვანას უახლოეს დღეებში გეგმავს.

გამსახურდიას ცოლის ინფორმაციით, უკვე შერჩეულია თურქეთის ორი კლინიკა, რომელთა წარმომადგენლებსაც, თბილისში ელოდებიან. ამის შემდეგ გაირკვევა, კონკრეტულად რომელ საავადმყოფოში გააგრძელებს მკურნალობას ცოტნე გამსახურდია. პროცესში აქტიურადაა ჩართული ჯანდაცვის სამინისტროც.

დატოვე კომენტარი