ცოტნე გამსახურდიას ადვოკატის განცხადება

ზვიად გამსახურდიას ოჯახი საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართავს. ისინი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის იმ ნორმის ბათილობას ითხოვენ, რომლითაც აკრძალულია დაზარალებული მხარისათვის საქმის მასალების გადაცემა. ადვოკატის განმარტებით, 2019 წლის 28 მარტს, საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას მკვლელობის საქმის მასალების გადმოცემაზე პროკურატურის უარიდან გამომდინარე, საკონსტიტუციო სასამართლომ განიხილა სარჩელი, თუმცა გადაწყვეტილება არ მიუღია. ისინი საქმეზე დროულ გადაწყვეტილებას ითხოვენ. ოჯახის ინტერესების დამცველმა, ცოტნე გამსახურდიას ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ  მას ყველაფერი ახსოვს, თუმცა საუბარი არ შეუძლია, რადგან გარკვეული რეფლექსური პრობლემები აქვს.