ცოტნე გამსახურდიას საქმეზე სასამართლო სხდომა გაიმართება

საქალაქო სასამართლო დღეს იმსჯელებს ცოტნე გამსახურდიას დაჭრის ფაქტზე დაკავებული პირების მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე. სხდომა 17 საათზე დაიწყება.

აღნიშნულ  საქმეზე დაკავებულ ხუთივე პირს, ბრალი გუშინ წარედგინა. ორ დაკავებულს დამამძიმებელ გარემოებაში ჯგუფურად განზრახ მკვლელობის მცდელობაში ადანაშაულებენ, სამ პირს კი, მათ შორის ცოტნე გამსახურდიას მეგობარს, დანაშაულის შეუტყობინებლობას ედავებიან.

ბრალს აღიარებს გიორგი სოლოღაშვილი, რომელიც განზრახ მკვლელობის მცდელობაშია ბრალდებული.

დატოვე კომენტარი