ცოტნე გამსახურდიას ჯანმრთელობის მდგომარეობა - ექიმების განცხადება

ცოტნე გამსახურდიას ჯანმრთელობის მდგომარეობა ისევ მძიმეა. პაციენტი ხეჩინაშვილის სახელობის კლინიკაში მართვით სუნთქვაზე იმყოფება. მას უკვე ჩაუტარდა ორი ოპერაცია, ერთი გულმკერდის არეში, ხოლო მეორე თავის მიდამოში.

ექიმების განცხადებით, ამ ეტაპზე  დამატებითი ქირურგიული ჩარევის საჭიროება არ არსებობს.