ცოტნე გამსახურდიას ოჯახი მკურნალობის გასაგრძელებლად მის საზღვარგარეთ გადაყვანას გეგმავს.
გამსახურდიას მეუღლის განმარტებით, მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა და შემდგომი გართულებების თავიდან ასაცილებლად მიიღეს აღნიშნული გადაწყვეტილება. მისივე განმარტებით, უახლოესი 3 დღის განმავლობაში ტრანსპორტირება მიზანშეწონილი არ არის, ამიტომ ზუსტ გადაწყვეტილებას ისინი 3 დღეში გააჟღერებენ.
განცხადება გააკეთა გამსახურდიას ადვოკატმაც. მისი თქმით, არ არის გამორიცხული, მომხდარი ყოფილიყო როგორც სიტუაციურად წარმოქმნილი კონფლიქტი, ასევე წინასწარ დაგეგმილი სპეკულაცია, ამიტომ ელოდებიან ცოტნე გამსახურდიას გამოჯანმრთელებას, რათა მან თავად გააკეთოს განმარტებები.