რუსთაველის თეატრის მცირე სცენა ხვალ ჩრდილების თეატრის დასს დაეთმობა.
მაყურებელი ბახის ნაწარმოების – მათეს ვნებანის მიხედვით დადგმული სპექტაკლის ახალ ინტერპრეტაციას ნახავს.
დასს, რომელიც თეატრალურ დადგმებს ხელის ჩრდილებით ქმნის, უკვე წლებია, შენობის პრობლემა აქვს.
ამ ეტაპზე მსახიობებს სამუშაოდ რუსთაველის თეატრში ერთი ოთახი აქვთ გამოყოფილი.
ლიზა ციციშვილი მოგვიყება საპრემიერო სამზადისზე.