ჩრდილების თეატრი მესამე თაობის მისაღებად კონკურსს აცხადებს.
სახელოსნოში ახალგაზრდები თეატრის სპეციფიკას, სამსახიობო ოსტატობას და დრამატურგიის საფუძვლებს დაეუფლებიან. ორწლიანი სწავლების დასრულების შემდეგ კი სტუდენტები დასის წევრები გახდებიან. ეს არის 50-წლიანი ისტორიის მქონე თეატრი, სადაც პერსონაჟებს ხელის ჩრდილებით ქმნიან.
შემოქმედებით სახელოსნოში სწავლების დასრულების შემდგომ ახალგაზრდები სპექტაკლების მინიატურებში მონაწილეობის უფლებას მიიღებენ, ორ წელიწადში კი საკუთარ სპექტაკლებსაც დადგამენ.
სწავლის პროცესს კულტურის სამინისტრო აფინანსებს.