”ჩაწყობილი თამაშების” საქმეზე დაკავებული კალათბურთის მწვრთნელებისა და მსაჯებისთვის ბრალის წარდგენის პროცედურა დასრულდა - რას აცხადებენ ადვოკატები
ე.წ. ჩაწყობილი თამაშების საქმეზე დაკავებული კალათბურთის მწვრთნელებისა და მსაჯებისთვის ბრალის წარდგენის პროცედურა ცოტა ხნის წინ დასრულდა. გამოძიება მათ კომერციულ მოსყიდვას ედავება. დაკავებულების ნაწილი ბრალს არ აღიარებს.
საქმეზე სულ 5 პირი აიყვანეს: საერთაშორისო კატეგორიის მსაჯები – ზაზა მაჩალაძე, ირაკლი და დავით ბერიშვილები, ასევე საკალათბურთო კლუბ „სოხუმის” მწვრთნელი ვაჟა კვარაცხელია და ამავე კლუბის თანამფლობელი – თემურ დათიკაშვილი.
გიორგი კობერიძე მუშაობს მოდულის შენობასთან – რას აცხადებენ ადვოკატები, რა წერია საქმის მასალებში, რომლებიც უფლებადამცველებს დღეს გადასცეს.