როგორია სასამართლოს გადაწყვეტილება "ჩაწყობილი თამაშების" საქმეზე - ბრალდებულებისა და დაცვის მხარის პოზიცია "მოამბეში"

ე.წ. ჩაწყობილი თამაშების საქმეზე საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება ცნობილია.  ბრალდებულ მსაჯებს, ირაკლი და დავით ბერიშვილებს, აღკვეთის ღონისძიების სახით, გირაო შეეფარდათ, ხოლო მსაჯ ზაზა მაჩალიძეს, საკალათბურთო კლუბ „სოხუმის“ მწვრთნელს ვაჟა კვარაცხელიასა და ამავე კლუბის თანადამფუძნებელს თემურ დათიკაშვილს – პატიმრობა.

გადაწყვეტილება მოსამართლემ ერთი საათის  წინ გამოაცხადა. ე.წ. ჩაწყობილი თამაშების საქმეზე საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა ხუთი პირი 22 დეკემბერს დააკავეს.

გიორგი კობერიძე განავრცობს თემას – როგორია მხარეების პოზიცია და რა არგუმენტები ჰქონდა მოსამართლეს?