კომერციული მოსყიდვის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს

დაკავება კომერციული მოსყიდვის ფაქტზე.

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა ერთი პირი ამხილეს. გამოძიებით დადგინდა, რომ უკანონო მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის არასამეწარმეო, იურიდიული პირის ,,რუსთავსერვისცენტრის’’ ტყის მასივის მოვლა-პატრონობის სპეციალური და მოვლითი ჭრების დაგეგმვა-განხორციელების განყოფილების უფროსმა, კაკლის ხეების უკანონო მოჭრის სანაცვლოდ, მოქალაქეს  1200 ლარი გამოართვა.

სასჯელი ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 2-დან 4 წლამდე ვადით.