დაკავება კომერციული მოსყიდვის ფაქტზე.
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა ერთი პირი ამხილეს. გამოძიებით დადგინდა, რომ უკანონო მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის არასამეწარმეო, იურიდიული პირის ,,რუსთავსერვისცენტრის’’ ტყის მასივის მოვლა-პატრონობის სპეციალური და მოვლითი ჭრების დაგეგმვა-განხორციელების განყოფილების უფროსმა, კაკლის ხეების უკანონო მოჭრის სანაცვლოდ, მოქალაქეს 1200 ლარი გამოართვა.
სასჯელი ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 2-დან 4 წლამდე ვადით.