სკანდალი ქართულ კალათბურთში

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტო მათ ჯგუფურად კომერციული მოსყიდვის ფაქტს ედავება. გამოძიების ინფორმაციით 15 და 16 დეკემბერს გამართული სამი შეხვედრა წინასწარ შეთანხმებული ქულათა სხვაობით დასრულდა, რის სანაცვლოდაც ბრალდებულებმა 36 ათასი ლარი აიღეს. ვინ არიან დაკავებულები და რომელი შეხვედრების ჩაწყობას ედავებიან მათ?

გეგი კიკაბიძე გვიერთდება თემის დეტალებით.