”ჩაწყობილი თამაშების” საქმეზე დაკავებული კალათბურთის მწვრთნელებისა და მსაჯებისთვის ბრალის წარდგენის პროცედურა დასრულდა – რას აცხადებენ ადვოკატები

15:03, 23.12.2017

ე.წ. ჩაწყობილი თამაშების საქმეზე დაკავებული კალათბურთის მწვრთნელებისა და მსაჯებისთვის ბრალის წარდგენის პროცედურა ცოტა ხნის წინ დასრულდა. გამოძიება მათ კომერციულ მოსყიდვას ედავება. დაკავებულების ნაწილი ბრალს არ აღიარებს.

საქმეზე სულ 5 პირი აიყვანეს: საერთაშორისო კატეგორიის მსაჯები – ზაზა მაჩალაძე, ირაკლი და დავით ბერიშვილები, ასევე საკალათბურთო კლუბ „სოხუმის” მწვრთნელი ვაჟა კვარაცხელია და ამავე კლუბის თანამფლობელი – თემურ დათიკაშვილი.

გიორგი კობერიძე მუშაობს მოდულის შენობასთან – რას აცხადებენ ადვოკატები, რა წერია საქმის მასალებში, რომლებიც უფლებადამცველებს დღეს გადასცეს.

 

მსგავსი