დაკავება კომერციული მოსყიდვის ფაქტზე

კომერციული მოსყიდვის ფაქტზე ერთი პირი პასუხისგებაში მისცა ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა. საუბარია შპს „საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის“ ერთ-ერთი ნაგავსაყრელი პოლიგონის თანამშრომელზე.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, უკანონო მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, შიდა ქართლის ტერიტორიაზე მდებარე კომპანიის კუთვნილ ნაგავსაყრელზე, ხელშეკრულების გაფორმების გარეშე, ნარჩენების დაყრის სანაცვლოდ, მოქალაქეს უკანონოდ მოსთხოვა და გამოართვა 500 ლარი.

საქმეზე გრძელდება გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 221-ე მუხლის მესამე ნაწილით.