"ჩაწყობილი თამაშების" საქმე - აღიარებენ თუ არა ბრალს კომერციული მოსყიდვის ბრალდებით დაკავებულები
რაც შეეხება დაკავებულების განცხადებებს, საკალათბურთო კლუბ “სოხუმის” მწვრთნელის ვაჟა კვარაცხელიას და ამავე კლუბის თანადამფუძნებლის თემურ დათიკაშვილის შეფასებით, დანაშაული პროვოცირებული იყო. განცხადება დაკავებულების ადვოკატმა მათთან შეხვედრის შემდეგ გააკეთა. ე.წ. მოდულის შენობაში ისინი გუშინ ღამით მიიყვანეს.
კომერციული მოსყიდვის ბრალდებით დაკავებული კვარაცხელია და დათიკაშვილი ბრალს არ აღიარებენ და აცხადებენ, რომ თამაშები არ იყიდება. რაც შეეხება საქმის დანარჩენ ფიგურანტებს, რომელთაც ასევე დღეს წარედგინებათ ბრალი, გამოძიების ინფორმაციით, ირაკლი და დავით ბერიშვილები, თავს დამნაშავედ მიიჩნევენ.