„საქართველოს რკინიგზის“ თანამშრომლების დაკავება

კომერციული მოსყიდვის ფაქტზე „საქართველოს რკინიგზის“ ორი თანამშრომელია დაკავებული. ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, ბრალდებულებს, რომლებსაც ქვეკონტრაქტორი კომპანიის მიერ განხორციელებულ სამუშაოებზე ზედამხედველობა ევალებოდათ, უკანონო მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, კომპანიის დირექტორს, შესრულებული სამუშაოების საფასურად მიღებული თანხიდან, 2 440 ლარი გამოართვეს.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 221-ე მუხლის მეოთხე ნაწილით დაიწყო, რაც 4-დან 6 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

 

დატოვე კომენტარი