ცესკო-ს თავმჯდომარეობისა და წევრობის კანდიდატთა სია

18:15, 31.07.2022

სპეციალურმა საკონკურსო კომისიამ ცესკო-ს თავმჯდომარეობისა და წევრობის კანდიდატები შეარჩია და საქართველოს პრეზიდენტს გადაუგზავნა, სალომე ზურაბიშვილი კი საბოლოო სიას დასამტკიცებლად პარლამენტში გაგზავნის. საარჩევნო ადმინისტრაციის თავმჯდომარეობის კანდიდატები არიან: რევაზ ეგაძე, გიორგი კალანდარიშვილი, გიორგი შაიშმელაშვილი, ნანული ბებია და თამარ ალფაიძე. მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, პრეზიდენტს კანდიდატების შერჩევისა და პარლამენტისთვის წარდგენისთვის 7 დღე აქვს.

 

მსგავსი