ცესკო-ს განცხადება

ცესკო-ს ინფორმაციით, გადათვლილია 39 უბნის შედეგი. უმეტესი უბნების შემთხვევაში, შედეგი უცვლელი დარჩა. ზოგიერთ შემთხვევაში კი, დაზუსტდა და საარჩევნო კომისიების გადაწყვეტილებით შეიცვალა. ცესკო-ს იურიდიული დეპარტამენტის უფროსმა, კენჭისყრისა და შემდგომ დღეებში საოლქო საარჩევნო კომისიებში შესულ საჩივრებთან დაკავშირებითაც ისაუბრა. მისი ინფორმაციით, კენჭისყრის დღესთან დაკავშირებული საჩივრები,  ძირითადად შეეხებოდა პროცედურულ საკითხებს, ხოლო კენჭისყრის დღის შემდგომი საჩივრები, საუბნო საარჩევნო კომისიების შედეგებსა და კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმების კანონიერებას.