ცესკო ამომრჩევლების ინფორმირებას განაგრძობს

ცენტრალური საარჩევნო კომისია 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებისთვის ამომრჩევლების ინფორმირებას განაგრძობს.

საუბნო საარჩევნო კომისიებმა ამომრჩეველთა საინფორმაციო ბარათების დარიგება დაიწყეს. ბარათის მეშვეობით თითოეულ ამომრჩეველს ექნება შესაძლებლობა მიიღოს არჩევნების, ასევე მისი საარჩევნო უბნის შესახებ ინფორმაცია და საჭიროებისას გადაამოწმოს ამომრჩეველთა სიაში საკუთარი მონაცემები. ისინი ვინც არჩევნებში პირველად მონაწილეობენ, უშუალოდ ცესკო-ს თავმჯდომარისგან, ამომრჩევლის ბარათთან ერთად, ასევე მიიღებენ წერილობით მიმართვას არჩევნების მნიშვნელობისა და მათი მონაწილეობის შესახებ.