ბექა ხახუბიას დაღუპვის საქმეზე ბრალდების მხარის მოწმეების დაკითხვა გრძელდება
ბექა ხახუბიას დაღუპვის საქმეზე ბრალდების მხარის მოწმეების დაკითხვა გრძელდება.
გორის სასამართლოში პროცესზე საპატრულო პოლიციის ის ორი თანამშრომელი გამოკითხეს, რომლებიც ხახუბიას მანქანას დევნიდნენ.
პატრულ-ინსპექტორებმა გიორგი სურამელმა და გიორგი ელიაშვილმა იმ საფრთხეების შესახებ ისაუბრეს, რომელსაც ხახუბიას კუთვნილი ავტომანქანა ქმნიდა.
ასევე, ყურადღება გაამახვილეს მაღალი სისწრაფით მოძრავი ავტომანქანის შესაჩერებლად გატარებულ ღონისძიებებზე.
საპატრულო პოლიციის ყოფილ თანამშრომლებს, რომლებსაც უფლებამოსილება შეუჩერდათ, ნუკრი ხაბელაშვილს, გიორგი სადაღაშვილს და ზურაბ რუსიშვილს ბრალი სსსკ-ის 116-ე და 333-ე მუხლებით წარედგინათ, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას და სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას გულისხმობს.
ძლიერი შეჯახების შედეგად, ქალაქ გორის საავტომობილო გვირაბთან, ბექა ხახუბია 17 მაისს დაიღუპა.