ნარკორეალიზების საქმეზე დაკავებულების ადვოკატებს საქმის მასალები გადასცეს

რის საფუძველზე წარუდგინეს რვა პირს ნარკორეალიზების ბრალდება და რა მტკიცებულებებს ემყარება გამოძიება – ამის შესახებ ნარკორეალიზების საქმეზე დაკავებულების ადვოკატებს საქმის მასალები გადასცეს. თუმცა უფლებადამცველები დეტალებზე ვერ საუბრობენ, რადგან გაუთქმელობის პირობაზე აქვთ ხელი მოწერილი, რაც მათი შეფასებით, დაცვისა და ბრალდების მხარეებს არათანაბარ პირობებში აყენებს.

ადვოკატებმა ცოტა ხნის წინ მათი დაცვის ქვეშ მყოფები მოინახულეს.