ნარკორეალიზების ბრალდებით დაკავებულების ადვოკატებს საქმის მასალებს დღეს გადასცემენ

რის საფუძველზე წარუდგინეს რვა პირს ნარკორეალიზების ბრალდება და რა მტკიცებულებებს ემყარება გამოძიება – ამის შესახებ საქმის მასალებს ადვოკატებს პოლიციის სამმართველოში გადასცემენ.

უფლებადამცველების ნაწილი წინასწარი დაკავების იზოლატორში მისვლას ერთ საათში აპირებს. ერთ-ერთი ადვოკატის ინფორმაციით, საქმეს მხოლოდ ერთი მოწმე ჰყავს. გამოძიების ცნობით კი, დაკავებულები ნარკოტიკულ საშუალებებს სისტემატურად ყიდდნენ, თუმცა ბრალდებულთა ნაწილი ნარკორეალიზებას უარყოფს.

დაკავებულების უმრავლესობა, ჯერჯერობით, დუმილის უფლებას იყენებს.