ნარკორეალიზების ბრალდებით დაკავებულების საქმეზე სასამართლო, სავარაუდოდ, დღეს იმსჯელებს

ნარკოტიკების რეალიზების ბრალდებით დაკავებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების საკითხზე სასამართლო, სავარაუდოდ, დღეს იმსჯელებს.

პროკურატურის ინფორმაციით, რვა დაკავებული პირის მიმართ ბრალდების მხარე აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენებას მოითხოვს. რაც შეეხება დაცვის მხარის პოზიციას, დაკავებულთა ნაწილის ადვოკატები არასაპატიმრო ღონისძიების გამოყენებას მოითხოვენ.

უფლებადამცველებს საქმის მასალები დღეს გადაეცემათ. გამოძიების ინფორმაციით, დაკავებულები ნარკოტიკულ საშუალებებს სისტემატიურად ყიდდნენ, თუმცა ბრალდებულთა ნაწილი ნარკორეალიზებას უარყოფს. დაკავებულების უმრავლესობა, ჯერჯერობით, დუმილის უფლებას იყენებს.