საბიუჯეტო თანხების გაფლანგვის საქმე

ბრალდების მხარის მტკიცებულებების გამოკვლევით გაგრძელდა დღეს საბიუჯეტო თანხების გაფლანგვის საქმეზე სასამართლო პროცესი.

პროკურატურამ დღევანდელ სხდომაზე წარმოადგინა სატელევიზიო სიუჟეტები, მათ შორის იმის შესახებ, რომელიც პროკურორის თქმით ასახავს ქვეყანაში ექიმი დოთის ვიზიტს. ბრალდების მხარის მტკიცებით, სწორედ მისი ვიზიტის შემდეგ პრეზიდენტის განკარგულებით თანხების ხარჯვის გასაიდუმლოება მოხდა. საქმეზე ერთ-ერთი ბრალდებულის სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ყოფილი ხელმძღვანელის, თემურ ჯანაშიას მხარე კი ფიქრობს, რომ ადგილი აქვს შერჩევით მართლმსაჯულებას, რადგან მსგავსი განკარგულებებით ხარჯების დაფარვა ხდებოდა როგორც ჯანაშიას ამ სამსახურის ხელმძღვანელად მუშაობის პერიოდში, ასევე მისი წინამორბედის და მის შემდგომ დანიშნული ხელმძღვანელების მიერ.