გირგვლიანის საქმე

დათა ახალაიას ბრალდების საქმეზე სასამართლოში ადვოკატმა დღეს დასკვნითი სიტყვა წარმოთქვა.

ნინო ბეროშვილის განმარტებით, დათა ახალაიას ბრალად შერაცხული არცერთი დანაშაულის ჩადენა არ უდასტურდება. საპირისპიროს ამტკიცებს ბრალდების მხარე.

მომავალ სხდომაზე მხარეები რეპლიკებს წარმოთქვამენ, რის შემდეგაც მოსამართლე სათათბიროდ გავა. ამ ეპიზოდზე დათა ახალაიას, მთავარი სგამაოძიებო უწყება სანდრო გირგვლიანის, მარეხ აბულაშვილისა და კახაბერ დაბრუნდაშვილის წამების ორგანიზებას, უკანონოდ თავისუფლების აღკვეთას, უფლებამოსილების გადამეტებას და ბოროტად გამოყენებას ედავება.