თემქაზე მომხდარი მკვლელობის საქმე

თემქაზე მოკლული ანა ნაცვლიშვილის მამა, მამუკა ნაცვლიშვილი და ადვოკატი, მაია ქავთარაძე იმ პოზიციას ეხმაურებიან, რაც დაცვის მხარის ადვოკატს ალტერნატიულ ექსპერტიზასთან დაკავშირებით აქვს.

მათი თქმით, თვეების წინ ,როდესაც საკვლევი ობიექტი არ იყო წარდგენილი, ლადო გრიგალაშვილის ადვოკატი აცხადებდა, რომ მათ მიერ დანიშნული კერძო ექსპერტიზა გააბათილებდა ბრალდების მიერ წარდგენილ დასკვნას. ადვოკატის განცხადებით,  ალტერნატიული ექსპერტიზის შედეგი საეჭვოა და ვარაუდობენ, რომ დაცვის მხარეს სურს  ბრალის გადაკვალიფიცირება.

ცნობისთვის, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, ანა ნაცვლიშვილს 33 ჭრილობა ჰქონდა მიყენებული, აქედან სიკვდილი 14-მა ნაკვეთ-ნაჩხვლეტმა ჭრილობამ განაპირობა, რომელიც გარდაცვლილს კისრის მიდამოში აღენიშნებოდა. ამასთანავე, ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, გოგონას სიცოცხლისთვის საშიში 7 ჭრილობა აღენიშნებოდა თავის არეშიც.