„ბავშვის უფლებათა კოდექსი“ ძალაში შედის

ბავშვთა უფლებების დაცვის ყველა მექანიზმი ერთ კოდექსში მოექცა, რომელიც ხვალიდან ძალაში შედის. დეპუტატებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების ერთობლივი, სამწლიანი მუშაობის შემდეგ მომზადებული ახალი კოდექსი, ყველა მიმართულებას მოიცავს. მთავარი აქცენტი არასრულწლოვნების ძალადობის პრევენციასა და ბავშვის ბიოლოგიურ ოჯახში დარჩენის ხელშეწყობაზე კეთდება, ანუ მცირეწლოვნის ოჯახისგან განრიდებისთვის სოციალური მუშაკის შეფასებისა და შესაბამისი დასკვნის გარდა, ასეთ შემთხვევაში, სასამართლოს ნებართვაც იქნება საჭირო. სადავო რჩება კოდექსის ის ნაწილი, რომელიც არასრულწლოვნების საფრთხისშემცველი ინფორმაციისგან დაცვას ეხება.