მინისტერიალი ბავშვთა მიმართ ძალადობის თემაზე

15:27, 16.10.2025

საქართველოს დელეგაციამ ბავშვთა მიმართ ძალადობის დასრულებისადმი მიძღვნილ რეგიონულ მინისტერიალში მიიღო მონაწილეობა, რომელიც რუმინეთში გაიმართა. ღონისძიებაზე საქართველოს ჯანდაცვის მინისტრი სიტყვით გამოვიდა და საქართველოში ბავშვთა უფლებების დაცვის მიმართულებით გატარებულ რეფორმებზე ისაუბრა. ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, მიხეილ სარჯველაძემ გასული ათწლეულის განმავლობაში ბავშვთა დაცვის სისტემაში განხორციელებულ ცვლილებებზე ისაუბრა. მისი თქმით, სისტემა სრულად ორიენტირებული გახდა ოჯახურ გარემოზე, განხორციელდა დიდი ზომის ბავშვთა დაწესებულებების დეინსტიტუციონალიზაცია და გაძლიერდა უწყებათაშორისი კოორდინაცია. მინისტრმა აღნიშნა, რომ 2019 წელს საქართველოს პარლამენტმა დაამტკიცა ბავშვის უფლებათა კოდექსი, რომელიც აერთიანებს ბავშვთა უფლებების შესახებ კანონმდებლობას, კრძალავს ძალადობის ყველა ფორმას და ონლაინ ძალადობის მზარდ გამოწვევებს პასუხობს.

მსგავსი