კამპანია ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ

საქართველოს პირველი არხი ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის მსოფლიო დღეს შეუერთდა. თარიღთან დაკავშირებით, ტელევიზიის შენობა ტრადიციულად წითელ ფერში განათდა. ეს არის 16-დღიანი კამპანია, რომელიც 1991 წლიდან მსოფლიოში ყოველწლიურად იმართება. მას 187 ქვეყანა და 5 000-ზე მეტი ორგანიზაცია უერთდება. მათ შორისაა საქართველოც.

კამპანიის მიზანია ქალთა მიმართ ძალადობის საკითხებზე საზოგადოების ცნობიერების ამაღლების გზით, ძალადობის პრევენციის ხელშეწყობა.