ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე რუსთავის მუნიციპალური საბჭოს ორგანიზებით, ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ 16-დღიანი კამპანიის ფარგლებში, ახალგაზრდობის სასახლეში საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა, რასაც ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე რუსთავის საბჭოს წევრები დაესწრნენ. საინფორმაციო შეხვედრაზე რუსთავის სკოლების უფროსკლასელებთან, შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტის წარმომადგენლებმა ისაუბრეს. ქალთა მიმართ ძალადობის 16-დღიანი კამპანია, მსოფლიოში 1991 წლიდან იმართება. 25 ნოემბრიდან იწყება და 10 დეკემბერს, ადამიანის უფლებათა დაცვის დღეს სრულდება.