კვირეული ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ

თბილისის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭო გენდერული ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო კამპანიას უერთდება. საბჭოს წევრებმა ძალადობის პრევენციის მიზნით, კამპანიის ფარგლებში, საჯარო და კერძო უწყებების ჩართულობით, სხვადასხვა აქტივობა დაგეგმეს. მათ შორის თბილისის სატელევიზიო ანძა ნარინჯისფრად განათდა.