არაერთგვაროვანი რეაქციებისა და პროტესტის მიზეზი ხდება ხელისუფლების მიერ დაანონსებული კიდევ ერთი საკანონმდებლო ცვლილება. იგულისხმება ინიციატივა აქციების დროს ნიღბების ტარების აკრძალვის შესახებ. მმართველი გუნდი კანონპროექტის მომზადების აუცილებლობას ძალადობის პრევენციითა და იმ არგუმენტით ამყარებს, რომ შენიღბვა, სხვადასხვა ფორმით სახის დაფარვა და პირის იდენტიფიცირების შეუძლებლობა ძალადობრივ ქმედებებს ახალისებს და დაუსჯელობის განცდას აჩენს.
წინა წლების პრაქტიკაზე დაყრდნობით გადაწყვეტილებას მიესალმება შინაგან საქმეთა სამინისტრო. „ქართული ოცნების“ ლიდერები საერთაშორისო პრაქტიკაზეც მიუთითებენ, თუმცა ჯერ არ კონკრეტდება, რომელ მოდელს დაეყრდნობიან პროექტის მომზადების დროს. კანონპროექტის ინიცირება ხვალ იგეგმება. ინიციატივას მწვავედ აკრიტიკებს ოპოზიცია.
თეონა მანაგაძე მუშაობდა თემაზე – რა მოდელს დაეყრდნობა დაანონსებული პროექტი, რა ფორმით იგეგმება აქციებზე ნიღბების ტარების აკრძალვა?