საქართველოს ტერიტორიაზე, ყველა ადმინისტრაციულ შენობაზე ხვალ სახელმწიფო დროშებს დაუშვებენ. 25 აგვისტო გლოვის დღედ გამოცხადდა. შატილის გზაზე მომხდარი ტრაგედიის გამო, შესაბამისი განკარგულება პრემიერ-მინისტრმა გამოსცა. დუშეთის მუნიციპალიტეტში, ავტოსაგზაო შემთხვევას 17 ადამიანი ემსხვერპლა. დაშავდა სამი მგზავრი. ისინი პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში გადაიყვანეს. ექიმების ინფორმაციით, დაშავებულთა მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა.
ტრაგედიის ადგილზე მთელი ღამის განმავლობაში გრძელდება სამძებრო-სამაშველო ოპერაცია. ნოდარ ჩაჩუა პირდაპირ ეთერში შემთხვევის ადგილიდან.