ავტოსაგზაო შემთხვევა გომისმთის გზაზე

ავტოსაგზაო შემთხვევა გომისმთის გზაზე – მიკროავტობუსის გადაყირავების შედეგად ერთი ადამიანი გარდაიცვალა. წინასწარი ინფორმაციით, ის ეროვნებით უკრაინელია. დაშავებულებს შორის არიან სხვადასხვა ქვეყნის მოქალაქეები. ისინი ამ დრომდე ოზურგეთის „მედალფას“ კლინიკაში იმყოფებიან და მედიკოსების ინფორმაციით, მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. ავტოსაგზაო შემთხვევა ოზურგეთი-გომისმთის მეშვიდე მონაკვეთზე მოხდა. მიმდინარეობს გამოძიება.