ავტოავარია გორში

18:11, 05.01.2024

სოფელ რუისთან, ცენტრალურ მაგისტრალზე ავტოსაგზაო შემთხვევას მსხვერპლი მოჰყვა. გარდაცვლილია ერთი და დაშავდა ოთხი ადამიანი. გორი-აგარა-ხაშურის სამგზავრო მიკროავტობუსს სატვირთო ავტომანქანა შეეჯახა, შემდეგ კი სატვირთო მაგისტრალზე მოძრავ მეორე სატვირთოს დაეჯახა. დაშავებულები სასწრაფო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში გადაიყვანა.

შემთხვევის ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიცია.

 

მსგავსი