დუშელი ახალგაზრდა მსოფლიო რეკორდისთვის ემზადება

გაჯანსაღებისა და დროის გაყვანის სურვილით დაწყებული ჰობი ჩვენი შემდეგი სიუჟეტის გმირისთვის ცხოვრების მიზანი გახდა.

დუშეთის ერთ-ერთ სოფელში დაწყებული ვარჯიშით 25 წლის ავთანდილ ყარნაზანაშვილი ახლა მსოფლიო რეკორდისთვის ემზადება. ახალგაზრდა კაცი მსოფლიოს უძლიერესთა შეჯიბრში მონაწილეობს. მცირე დროში მან უკვე არაერთ წარმატებას მიაღწია და მის სახლში უკვე საპატიო ადგილი სხვადასხვა ჯილდოსაც უკავია.

მაკა ლაშხიას და გიორგი ქურასბედიანის სიუჟეტი.