დუშეთის სახალხო თეატრს 143 წელი შეუსრულდა

პირველი სპექტაკლი ქალაქში 1880 წელს გაიმართა და მას შემდეგ დუშეთის მკვიდრ მსახიობებთან ერთად სცენაზე ვასო აბაშიძემ, ნატო გაბუნიამ, აკაკი ხორავამ, ვასო გოძიაშვილმა და სხვა ცნობილმა მსახიობებმა არაერთი როლი შეასრულეს. თეატრის დაარსების დღიდან, დასის ძირითადი ნაწილი მოყვარული მსახიობებისგან შედგება, სხვადასხვა პროფესიის ადამიანებისგან, რომლებიც ძირითადი საქმიანობის შემდეგ სცენაზე იკრიბებოდნენ და სპექტაკლებისთვის ემზადებოდნენ. ეს ტრადიცია დღემდე გრძელდება და ოჯახებში თაობიდან თაობას გადაეცემა.

როგორ შექმნა დუშეთის მოსახლეობამ სახალხო თეატრი, რა გზა გაიარა თეატრმა არსებობის 143 წლის განმავლობაში, ანა მასხარაშვილისა და ვახო ლეკიაშვილის რეპორტაჟში ნახავთ.