შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტებმა საპროტესტო გამოსვლები დაიწყეს. ახალგაზრდების უკმაყოფილება განათლების ხარისხის განვითარების ცენტრის იმ გადაწყვეტილებას უკავშირდება, რომლის მიხედვით, უმაღლეს სასწავლებელს ერთი წლით სტუნდენტების მიღება აეკრძალა. და ეს იმ ფონზე, როცა სწავლის დაწყებამდე თვეზე ნაკლებია დარჩენილი. ავტორიზაციის საბჭო საკუთარ პოზიციას იმ გარემოებით ამყარებს, რომ უნივერსიტეტს სოლიდური ფინანსური დავალიანება აქვს. თუმცა დასახელებული არგუმენტი გაუგებარია სასწავლებლის ხელმძღვანელობისთვის, რომელიც სამართლებრივი დავის დაწყებას გეგმავს.