კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ “ენ ტე ვე პლუსს” ავტორიზაცია შეუჩერა

კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ რუსულ სახელმწიფო ტელეოპერატორ “ენ ტე ვე პლუსს” ავტორიზაცია შეუჩერა. მათი ინფორმაციით, მას შემდეგ, რაც მათ “ენ ტე ვე პლუსთან” ერთად კიდევ ორ კომპანიას საქართველოს მეწარმეთა და არასამეწარმეო იურიდიული პირების რეესტრიდან მონაცემების წარმოდგენა მოსთხოვეს, სამივე კომპანიამ კომუნიკაციების კომისიას წერილით მიმართა.

ამ წერილით რუსულმა კომპანიამ “ენ ტე ვე პლუსმა” ავტორიზაციის შეჩერება მოითხოვა. მარეგულირებელი კომისიის გადაწყვეტილება ოპოზიციური პოლიტიკური პარტიებისა და სამოქალაქო სექტორის პროტესტის შედეგია.

გადაწყვეტილებას პოლიტიკოსები გამოეხმურნენ.