სტუდენტების მიღების შეზღუდვა

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის გარშემო ვნებათაღელვა არ ცხრება. სტუდენტები ხვალ საპროტესტო აქციებს გეგმავენ და ავტორიზაციის საბჭოს იმ გადაწყვეტილების გაუქმებას ითხოვენ, რომლითაც უმაღლეს სასწავლებელს სტუდენტების მიღების უფლება ერთი წლით ჩამოართვეს.  საბჭოს მიერ მთავარ არგუმენტად დასახელებულ ფინანსურ პრობლემებს უარყოფს უნივერსიტეტის რექტორი, რომელიც 700 000 ლარის ოდენობის დავალიანების არსებობას ადასტურებს და მის გადასახდელად მზადყოფნას გამოთქვამს. საბჭოს გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შემთხვევაში კი სასწავლებლის მენეჯმენტი ფინანსური მდგომარეობის გაუარესებას პროგნოზირებს. დიდი ალბათობით, მხარეებს საკუთარი პოზიციების დაცვა სასამართლოში მოუწევთ.