„თიბისი ბანკიდან“ ფულის გათეთრების საქმეზე ბრალდებულმა ბიზნესმენმა ავთანდილ წერეთელმა, აღკვეთის ღონისძიებად შეფარდებული 500 000-ლარიანი გირაოს გადაწყვეტილება, სააპელაციო წესით გაასაჩივრა.
ბრალდებულის ადვოკატი, სააპელაციო საჩივრით, თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების გაუქმებას ითხოვს. წერეთელს გამოძიება 17 მილიონ დოლარამდე თანხის უკანონო ლეგალიზაციაში დახმარებას ედავება.