სხდომა საქალაქო სასამართლოში

მამუკა ხაზარაძის, ბადრი ჯაფარიძისა და ავთანდილ წერეთლის ბრალდების საქმეზე, საქალაქო სასამართლოში სხდომა მიმდინარეობს. პროცესზე მტკიცებულებების დასაშვებობის საკითხს განიხილავენ,. ასევე, დაცვის მხარის განცხადებით, წარადგენენ დამატებით მასალებს. უკანონო შემოსავლის ლეგალიზებაში ბრალდებული მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე, ამ ბრალდებას აბსურდულს  უწოდებენ და მათ წინააღმდეგ დაწყებულ სამართალწარმოებას პოლიტიკურ პროცესს უწოდებენ.  გამოძიება, „თიბისი ბანკის“ დამფუძნებლებს, უკანონო შემოსავლის ლეგალიზებას ედავება, რაზეც ბრალდების მხარის მტკიცებით, საქმეში არაერთი მტკიცებულებაა. უკანონო შემოსავლის ლეგალიზებაში დახმარებისთვის ბრალდებული ავთანდილ წერეთელი კი, პროცესს ტელეკომპანია პირველს უკავშირებს.