მამუკა ხაზარაძის განცხადება

ბადრი ჯაფარიძის, მამუკა ხაზარაძისა და ავთანდილ წერეთლის საქმეზე სასამართლო სხდომა 2 ივლისს ჩაინიშნა. სხდომის ჩანიშვნას დეპუტატი მამუკა ხაზარაძე გამოეხმაურა. ის პოლიტიკურ მოტივებზე საუბრობს და აცხადებს, რომ სასამართლო სხდომის განახლება, მის მიერ გუშინ პარლამენტში გაკეთებულ განცხადებას უკავშირება. კერძოდ, ხაზარაძემ გუშინ განაცხადა, რომ ის სადეპუტატო იმუნიტეტის არსებობის წინააღმდეგია, რადგან მიაჩნია, რომ ქვეყანაში უნდა არსებობდეს დამოუკიდებელი ინსტიტუციები, სადაც მოქალაქეებს საკუთარი უფლებების დაცვა შეეძლებათ.

ხაზარაძემ ეს განცხადება იმ ცვლილებებთან დაკავშირებით გააკეთა, რომლის გათვალისწინებით სადეპუტატო უფლებამოსილების შეჩერებისთვის საჭირო იქნება 90 დეპუტატის ხმა, განსხვავებით დღეს მოქმედი ნორმისგან, როდესაც 50 ხმა საკმარისია.

დატოვე კომენტარი