ხაზარაძე-ჯაფარიძე-წერეთლის საქმე

საქალაქო სასამართლოში ხაზარაძე-ჯაფარიძე-წერეთლის საქმეზე საქმის განხილვა გადაიდო, აღნიშნული შუამდგომლობით სასამართლოს ავთანდილ წერეთლის ადვოკატმა კახა წერეთელმა მიმართა, მიზეზად ავთანდილ წერეთლის ჯანმრთელობის მდგომარეობა დასახელდა, ადვოკატის თქმით, წერეთელი კვლავ კლინიკაში მკურნალობს.

მისივე თქმით, პროცესზე შესაბამისი სამედიცინო დოკუმენტი წარადგინეს. დღევანდელ პროცესზე ბრალდების მხარის მოწმეების დაკითხვა იგეგმებოდა, საქმის განხილვა 25 თებერვლამდე გადაიდო.