ხაზარაძე-ჯაფარიძე-წერეთლის საქმე

თბილისის საქალაქო სასამართლოში მამუკა ხაზარაძის, ბადრი ჯაფარიძისა და ავთანდილ წერეთლის საქმეზე სასამართლო სხდომა მიმდინარეობს. დღევანდელი სხდომა ბრალდების მხარის მოწმეების გამოკითხვით გრძელდება.

ბრალდებას დღეს რვა მოწმე ჰყავს. მოწმეები „თიბისი ბანკის“ მოქმედი და ყოფილი თანამშრომლები არიან, რომლებსაც შეხება ჰქონდა 2008 წელს აღნიშნული თანხების „სამგორი მ“-ისა და „სამგორი თრეიდისთვის“ გაცემასთან.