ხაზარაძე-ჯაფარიძის საქმეზე სამი მოწმე იკითხება

მამუკა ხაზარაძის, ბადრი ჯაფარიძისა და ავთანდილ წერეთლის საქმეზე, სხდომა მიმდინარეობს თბილისის საქალაქო სასამართლოში.

პროცესზე ბრალდების მხარის სამი მოწმე იკითხება, კერძოდ ეროვნული ბანკის თანამშრომლები, რომლებმაც თემატურად შეამოწმეს „სამგორის„ კომპანიებისთვის გაცემული სესხების ნაწილში „თიბისი ბანკი” და რომლებმაც მოამზადეს დასკვნა, რის საფუძველზეც ბადრი ჯაფარიძესა და მამუკა ხაზარაძეს 2008 წელს ამ ოდენობის სესხის აღების უფლება არ ჰქონდათ. საუბარია 17 მილიონამდე  დოლარის ოდენობის სესხზე.