ხაზარაძე-ჯაფარიძე-წერეთლის სასამართლო პროცესი

თბილისის საქალაქო სასამართლოში მამუკა ხაზარაძის, ბადრი ჯაფარიძისა და ავთანდილ წერეთლის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. საქმის პროკურორის განმარტებით, დღევანდელ პროცესზე შვიდი მოწმე დაიკითხება, მათ შორის ეროვნული ბანკის ყოფილი და „თიბისი ბანკის“ მოქმედი თანამშრომლები.

პროკურორის თქმით, ისინი დაადასტურებენ, რომ სესხი გაცემული იქნა, თუმცა, მისი მიზნობრიობა კრედიტოფიცრებმა არ იცოდნენ, ასევე ინფორმაციას არ ფლობდნენ თანხის მიმღებზეც. ადვოკატების განცხადებით, მოწმეები კრედიტის გაცემისა და ინტერესთა კონფლიქტების დეტალებზე საუბრობენ, თუმცა ამით ფულის გათეთრების ფაქტი არ დასტურდება.